Friday, July 27, 2018

მე-9 დღის რეფლექსია

მოცემული პროექტი დამეხმარა წარმომედგინა სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები, გავაზიარეთ ნამუშევრები და განვსაზღვრეთ დადებითი მხარეები. ვინსჯელეთ მთავარი საკითხის გარშემო.
ვისწავლეთ პორტფოლიოს გაკეთება. ყველა მასალას მოუყარეთ თავი , ავტვირთეთ საქაღალდეში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მოდულები და გადმოტვირთული რესურსებიც განვათავსე ბლოგზე.
მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.

Thursday, July 19, 2018

მე-8 დღის რეფლექსია

გავეცანით მეშვიდე მოდულს ,სადაც განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი და პორტფოლიო.

Tuesday, July 17, 2018

მე-7 დღის რეფლექსია

გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ 4 დონეს.
ვიმსჯელეთ სწავლის სხვადასხვა სტილის შესახებ(ვიზუალური,აუდიო,კინესთეტიკური, მარჯვენა და  მარცხენა ჰემოსფეროების დომინირება და მრავალმხრივი ინტელექტი)
ვიმუშავეთ ჯგუფებში ერთად.
გავაანალიზე,რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები,არამშობლიურ ენაზე მოსაუბრე და განსაკუთრებული ნიჭის მოსწავლეები განსხვავებულ მიდგომებს საჭ
იროებენ.
განვიხილეთ მრავალმხრივი განვითარების თეორია,ვიგოტსკის სტრატეგიები აზროვნების საფეხურეობრივი განვითარებისათვის.
გავიაზრეთ , რომ მოსწავლის პოტენციალის რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანია სირთულის დონის სწორად შერჩევა.

Saturday, July 14, 2018

მე-6 დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გავაკეთეთ კომენტარები,გავარჩიეთ ჯგუფებში სხვადასხვა ნაშრომი.
გავეცანით უკუკავშირისათვის რჩევებსა და მითითებებს.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებას.
საბაზო ვარიანტის პროექტის შეფასების რუბრიკას(ვიკის ბიბლიოთეკიდან)
მოსწავლის შეფასების ნიმუში ვირტუალური ელჩის გაკვეთილისთვის.
განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმისა და შეფასების გეგმის ჩეკლისტი.
.

Tuesday, July 10, 2018

მე-5 დღის რეფლექსია

განვიხილეთ საავტორო უფლებეების ტესტი, საავტორო უფლებეების ქაოსი.მოსწავლის
სავარაუდო ნიმუშის შექმნა. ვიმუშავეთ გაზიარებულ დოკუმენტზე. ვიმუშავეთ ინტერნეტში. საავტორო უფლებების ნებართვის წერილი განვიხილეთ

Wednesday, July 4, 2018

მე-4 დღის რეფლექსია

ზოგად, თემატურ და შინაარსობრივი კითხვების გამოყენებით გავარჩიეთ მაგალითები.
განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. შევისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩო შეფასების სტრატეგიებით.  დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნები.გავარჩიეთ პროექტის პრეზენტაციის მაგალითი და ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება პროექტით.
მადლობა ტრენერს დღევანდელი დღისთვის.

Monday, July 2, 2018

მე-3 დღის რეფლექსია

შევისწავლეთ პროექტის სასწავლო მიზნები. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ სიტყვებს,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების მაგალითებს.განვიხილეთ 21-ე საუკუნის სიტყვებს.გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს და დავადგინეთ მათ შორის განსხვავება.ძალიან მომეწონა მათი შესაბამისი მაგალითები