Tuesday, July 17, 2018

მე-7 დღის რეფლექსია

გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ 4 დონეს.
ვიმსჯელეთ სწავლის სხვადასხვა სტილის შესახებ(ვიზუალური,აუდიო,კინესთეტიკური, მარჯვენა და  მარცხენა ჰემოსფეროების დომინირება და მრავალმხრივი ინტელექტი)
ვიმუშავეთ ჯგუფებში ერთად.
გავაანალიზე,რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები,არამშობლიურ ენაზე მოსაუბრე და განსაკუთრებული ნიჭის მოსწავლეები განსხვავებულ მიდგომებს საჭ
იროებენ.
განვიხილეთ მრავალმხრივი განვითარების თეორია,ვიგოტსკის სტრატეგიები აზროვნების საფეხურეობრივი განვითარებისათვის.
გავიაზრეთ , რომ მოსწავლის პოტენციალის რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანია სირთულის დონის სწორად შერჩევა.

No comments:

Post a Comment